უკრაინამ უარყო რუსეთის შეთავაზება მარიუპოლის დათმობაზე - BBC

პუბლიკა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს მარიუპოლის ჩაბარებაზე უარი განუცხადა. ინფორმაციას BBC უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშცუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაჟინებით მოითხოვა კიევისგან დილის 5 საათამდე მიეღოთ წერილობითი პასუხი მარიუპოლის დანებების მოთხოვნაზე.

თავდაცვის უწყების განცხადებით, დილის 10-დან 12 საათამდე აქვთ შეთავაზება, რომ ქალაქიდან გავიდნენ უკრაინელი სამხედროები და უცხოელი დაქირავებულები იარაღის გარეშე (ამ შემთხვევაში მათ ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია).

სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობით, რუსი სამხედროები დამატებით მიმართავენ მარიუპოლის ადგილობრივ ხელისუფლებას: „ახლა თქვენ გაქვთ ისტორიული არჩევანის უფლება – ან ხალხთან ხართ, ან „ბანდიტებთან“, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც გელოდებათ, მხოლოდ ცოტაა იმასთან შედარებით, რაც უკვე დაიმსახურეთ“.