გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ისინი უკრაინას სამხედრო შეიარაღებით დაეხმარებიან. შოლცი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინას ტაკნსაწინააღმდეგო იარაღითა და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „სტინგერის“ რაკეტებით დაეხმარებიან.
„რუსეთის შეჭრა გარდამტეხი მომენტია. ჩვენი ვალია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას პუტინის დამპყრობლური არმიისგან თავი დაიცვას. სწორედ ამიტომ ჩვენ გავუგზავნით ჩვენს მეგობრებს უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო იარაღის 1 000 მოდელს და „სტინგერის“ 500 რაკეტას“, – წერს ოლაფ შოლცი Twitter-ზე.