უკრაინას S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადავცემთ - სლოვაკეთის პრემიერი

პუბლიკა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინას მათ არსენალში მყოფ S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად.

S-300 ტიპის სისტემები შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის იარაღია, რომელიც გამოიყენება როგორც ავიაციის, ისე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ. სლოვაკეთმა საბჭოთა წარმოების მსხვილი სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზე მზაობა რმადენიმე კვირის წინ გამოხატა, თუკი სანაცვლოდ მსგავს დასავლური წარმოების სისტემებს მიიღებდა.