უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

“უკრაინასა და საქართველოს შორის COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს ჩვენს ქვეყნებში”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

“მე მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები კიევში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში და მჯერა, რომ ბევრჯერ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.