უკრაინაში აიკრძალება რუსული იმპერიალისტური ტოპონიმები, სიმბოლიკა და ძეგლები

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის დაგმობის, აკრძალვისა და ტოპონიმიის დეკოლონიზაციის შესახებ“.

ახალი კანონით, იკრძალება:

  • ძეგლები, რომლებიც ეძღვნება იმ პირებს, რომლებსაც ეკავათ მაღალი თანამდებობები სამთავრობო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, პოლიტიკურ ორგანიზაციებში, პარტიებში, რუსეთის სახელმწიფო ერთეულების შეიარაღებულ ფორმირებებში და რომლებიც მონაწილეობდნენ ან წვლილი შეიტანეს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელებაში;
  • ძეგლები, რომლებიც ეძღვნება იმ პირებს, რომლებიც საჯაროდ უჭერდნენ მხარს, ადიდებდნენ ან ამართლებდნენ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას, მოუწოდებდნენ რუსიფიკაციას ან უკრაინოფობიას;
  • გეოგრაფიული ობიექტების სახელები ზემოთ ნახსენები პირების პატივსაცემად ან სახელები რუსეთის ქალაქებისა და რუსეთის სხვა გეოგრაფიული, ისტორიული და კულტურული ობიექტების პატივსაცემად;
  • რუსეთის სახელმწიფო უწყებების დროშები და ჰიმნები.

ახალი კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.