„უკრაინაში ბრძოლისას პირადობა დავკარგე, რუსული ტელევიზია კი ტყვედ მასაღებს“ - ქართული ლეგიონის წევრი

პუბლიკა

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრი, ზურაბ მოდებაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ბრძოლისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაკარგა, რომელიც, სავარაუდოდ, რუს სამხედროებს ჩაუვარდათ ხელში.

„მოგესალმებით ყველას ქართველი ლეგიონის სახელით, ცოცხლები ვართ, კარგად ვართ, არაფერი გვიჭირს, უსაფრთხოდ ვართ.

ამ ვიდეოს იმიტომ ვწერ, რომ ბრძოლისას დამეკარგა პირადობის მოწმობა, ჩაუვარდა რუსებს ხელში და რუსული ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვარ ტყვედ. ეს დეზინფორმაციაა.  გაუმარჯოს საქართველოს და უკრაინას“, – ამბობს ის.

ვიდეოს Twitter-ზე „ვიზიონერი“ ავრცელებს.