უკრაინაში დაძრწიან გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული ჯგუფები - ანდრია ჯაღმაიძე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება.

„როგორც მითხრეს საშინელება ხდება, მთელი უკრაინის მაშტაბით. გარდა იმ უბედურებისა, რასაც ვუცქერთ, მიმდინარეობს მასიური მოროდიორობა, ყაჩაღობა და მკვლელობები, დაძრწიან გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული ჯგუფები და არის სრული განუკითხაობა”. – წერს იგი.

გარდა იმისა, რომ დეკანოზი „გაურკვეველი წარმომავლობის ჯგუფებზე” წერს, აღსანიშნავია რომ საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არცერთი ოფიციალური განცხადებით არ დაუგმია რუსეთის აგრესია და ომი უკრაინის წინააღმედგ.