უკრაინაში დაღუპული მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა, საქართველოში ჩამოასვენეს

პუბლიკა

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.

დაღუპულთათვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც ისინი დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ. ისინი აფეთქებას 16 აპრილს ემსხვერპლნენ. არკადი კასრაძის ცხედარი თბილისში გუშინ, 23 აპრილს ჩამოასვენეს.

უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.