უკრაინაში დანიელი ჟურნალისტები დაჭრეს

პუბლიკა

უკრაინაში, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა დანიელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დაჭრეს. დანიური გამოცემის Ekstra-Bladet-ის ჟურნალისტი შტეფან ვაიშარტი და ფოტოგრაფი ემილ ფიტენბორგ მიკელსენი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სუმსა და პოლტავას შორის, ახტირკაში მუშაობდნენ, როცა მათი მიმართულებით დაიწყეს სროლა.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებს პრესის ნიშნები ეკეთათ და ჯავშანჟილეტები ეცვათ, თუმცა, სამხედროებმა მათ ავტომობილს გაუხსნეს ცეცხლი. დაჭრილები თავს კარგად გრძნობენ, ახტირკიდან გამოიყვანეს და პოლტავაში გადაჰყავთ.