ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში გამოვლენილი სისასტიკე კვალიფიცირდება, როგორც გენოციდი.
როგორც მან განაცხადა, ამის აღნიშვნას მანამდე ერიდებოდა, მაგრამ ახლა მიაჩნია, რომ გამართლებულია, რადგან ამის მტკიცებულებები ჩანს იმ ქალაქებიდან, სადაც რუსული ჯარი იყო შესული. ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ CNN წერს.
„მე ამას გენოციდი ვუწოდე, რადგან უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი უბრალოდ ცდილობს მოსპოს, როგორც ასეთი უკრაინელის იდეა. მტკიცებულებები მრავლდება“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, იურისტები გადაწყვეტენ საერთაშორისო დონეზე ეს ამგვარად კვალიფიცირდება თუ არა, მაგრამ მას მომხარი გენოციდად მიაჩნია.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
„ჭეშმარიტი ლიდერის ნამდვილი სიტყვები”, – დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აშშ-ის გაწეული დახმარებისთვის.