უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 13 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.