უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის ცნობით, ზურაბ იაშვილი ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
„უკრაინაში, დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა , ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი დიდება შენ გმირ სულს ძმაო”, – წერს ის.