უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა – ინფორმაციას დაღუპულის მამა, არჩილ ხოფერია ავრცელებს.

„ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში.. ვფიქრობდი დროშა რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა.. ჩვენ ვერ გაგვტეხენ.. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება.. მტრებს ყველაფერი წინ აქვთ.. და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ.. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..“, – წერს არჩილ ხოფერია.

ჯამბულათ ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.