უკრაინაში, ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მედიას უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. მათივე ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
როგორც ცნობილია, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.
რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 40 ქართველ მებრძოლზე მეტია დაღუპული.