უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია 3

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ინფორმაციას პირველ არხთან საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.

„საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ სამი მებრძოლი. უწყების ცნობით, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობის კურსი.