უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, დაიღუპა. ორივე მათგანი ბახმუტის ბრძოლებში მონაწილეობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ და ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება.

2022 წლის 24 თებერვალიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში 46 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.