უკრაინაში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა

უკრაინული მედიის ცნობით, ავტობუსის გამტაცებლის მიერ აყვანილი მძევლების გგათავისუფლების სპეცოპერაცია დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საკუთარ Twitter-ის ანგარიშზე სპეცოპერაციის დასრულების ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.

 

შეიარარებული მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში, ლუცკის ცენტრში ავტობუსის მგზავრები აიყვანა მძელვად, რუსეთში დაბადებული 44 წლის მაქსიმ კრივოშია.

თავად კრიშოვის განცხადებით, მას თან ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა, ავტობუსში კი 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

თავდამსმხელი უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან მოითხოვდა, რომ მათ გაევრცელებინათ საჯარო განცხადება, რომელშიც აღიარებდნენ, რომ კანონიერი ტერორისტები იყვნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, არც ერთი მძევლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

უკრაინული მედიის ცნობით, მაქსიმ კრიშოვი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.