უკრაინაში მებრძოლი ქართველები სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ

პუბლიკა

უკრაინაში მებრძოლი 100-მდე ქართველი მებრძოლი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავს.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე მებრძოლმა წერილი მიიტანა.

„საქართველო არ უნდა გახდეს კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელი ქვეყანა“- ამბობენ ისინი.

წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ამან შესაძლოა ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

„ჩვენ უკრაინაში საქართველოს ისტორიული მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანები, მოგმართავთ – გვერდით გადავდოთ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება, მისცეთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და ამით გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე.

თქვენ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა, ამ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც გმირი უკრაინელი ხალი იბრძვის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, გადაარჩინოთ 2008 წლის ომის მთავარსარდლის სიცოცხლე, რომელზეც დღეს უკვე ღიად მთელი და საერთაშორისო სასამართლოები საუბრობენ, რომ 2008 წელს ის საქართველოს გმირ ჯარისკაცებთან ერთად იცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია წერილში.