უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა

პუბლიკა

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთში ჩავა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავს უკავშირდება.

კორბის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას გარდა, რეგიონის სხვა ლიდერებსაც შეხვდება.

„პრეზიდენტი ძალიან მკაფიოდ იტყვის, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“- თქვა კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.