„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „ქართული ლეგიონის“ ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე 2014 წლიდან იბრძოდნენ.
„აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, – ვკითხულობთ განცხადებაში.