კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო რკინიგზა ავრცელებს.
გაფრთხილება! მასალა შეიცავს მძიმე კადრებს
The Kyiv Independent-ის ცნობით, დონეცკის ოლქის გუბერნატორის პავლო კირილენკოს თქმით, ათასობით ადამიანი იმყოფებოდა სადგურზე სარაკეტო დარტყმის დროს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა მოსალოდნელი ესკალაციის წინ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის შესახებ განცხადება გაავრცელა და გამოაქვეყნა რკინიგზის სადგურის ამსახველი ფოტოები.
„არ აქვთ ძალა და გამბედაობა, რომ ბრძოლის ველზე დაგვიპირისპირდნენ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს. და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს შეჩერდება“, ‒ წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.