უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკვე 60-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. – ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის ოფიციალური ტელეგრამ-არხი ავრცელებს მთავარ პროკურორ ირინა ვენედიქტოვაზე დაყრდნობით.
გუშინ, 9 მარტს უკრაინაში მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ დაშავდა 17 და დაიღუპა სამი ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს 8 მარტის მონაცემებით, მოკლულია 516 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავებულია 908.
CBS News სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლულია 2-4 ათასი უკრაინელი და დაახლოებით 5-6 ათასი რუსი ჯარისკაცი.