უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 57 და დაშავდა 169 ადამიანი - უკრაინული მედია

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა, 169 კი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსები უკრაინულ საავადმყოფოებს ბომბავენ.

„რუსები ახლა უკრაინის საავადმყოფოებს ბომბავენ. ეს ბოროტების მიღმაა. ერთადერთი მორალური არჩევანი, რომელიც ახლა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის უკრაინის ყველანაირი მხარდაჭერა“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს.