უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყანაში დაბრუნდა და კარანტინშია

პუბლიკა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სამშობლოში კონსულტაციისთვის გამოიძახეს, ქვეყანაში დაბრუნდა და გეგმურ კარანტინს გადის”, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„ველოდები საკარანტინე ვადის დამთავრებას და შემდეგ გაიმართება კონსულტაციები. მივიღებ შესაბამის მითითებებს ხელმძღვანელობისგან”, – ამის შესახებ ელჩმა ტელეკომპანია „იმედთან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციებისთვის ელჩის გამოზახება დიპლომატიაში მიღებული ფორმაა.

„ელჩის გამოძახება კონსულტაციებზე, ეს დიპლომატიაში მიღებულია. ჩვენს პარტიორებს ეს ნაბიჯი არ გაჰკვირვებიათ და გარკვეულწილად გაგებითაც მოეკიდნენ. რეაგირება იყო, რომ უკრაინის მხარე ღებულობს პროტესტის ამ ფორმას და ის თავის მხრივ არ გამოიწვევს ელჩს. ყველანაირ ძალისხმევას იხმარს, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები”, – აღნიშნა თეიმურაზ შარაშენიძემ.


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს, საქართველომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე“, –  განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.