უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის მოკვლა სცადეს - უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელი

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სააგენტოს უფროსის, კირილო ბუდანოვის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმერ პუტინს თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს.

„პუტინის მკვლელობის სცადეს… მას თავს დაესხნენ, რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, კავკასიელებმა. ეს არასაჯარო ინფორმაციაა. თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ის ნამდვილად მოხდა… დაახლოებით 2 თვის წინ“, – განაცხადა კირილო ბუდანოვმა უკრიანულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“.

ბუდანოვის თქმით, პუტინზე თავდასხმის ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, თუმცა მათ დადასტურებულად იციან, რომ მისი მოკვლა სცადეს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. უკრაინაში ომის დაწყების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა და მას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. ომის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინი მედიასა და საზოგადოებასთან იშვიათად ჩნდება. უკრაინის ხელისუფლებამ ადრეც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს ეშინია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და დიდ დროს ბუნკერში ატარებს.