უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით პარტია „ლელო“ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

პარტია „ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის წარმომადგენელი მზად იქნება შეუერთდეს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციას, ისე პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს.

„ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი.

სამწუხაროდ, ეს ხდება თვენახევრის დაგვიანებით და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის შემდეგ, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, მათ შორის, ჩვენი ძალისხმევითაც.

შესაბამისად, ჩვენ წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში, “- ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.