უკრაინაზე ლოცვები გავაძლიეროთო, რომ ამბობს, რომელი მღვდელი გვყავს? - გოცირიძე პრემიერზე

პუბლიკა

„თქვენ აკრძალული გაქვთ მინისტრებს და მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება? თქვენ შეგიძლიათ, ახლა გამოხვიდეთ და თქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას?“, – მიმართა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც გომელაური მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.

„თქვენ აკრძალული გაქვთ მინისტრებს და მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება? თქვენ შეგიძლიათ ახლა გამოხვიდეთ და თქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას? პრემიერ-მინისტრმა ამ ომის დაწყებიდან არასდროს, ერთხელაც არ ახსენა რუსეთი, ამ დეპუტატებმაც კი 5 დღის წინ პირველად ახსენეს რუსეთი და ის, რომ რუსეთი აგრესორია…

რატომ არაფერს ამბობს პრემიერ-მინისტრი რუსეთზე? ლოცვები გავაძლიერეთო რომ ამბობს, რომელი მღვდელი იგი გვყავს?

რომ დაბრუნდებით მთავრობის სხდომაზე, ჰკითხეთ პრემიერ-მინისტრს, აპირებს თუ არა ერთხელ მაინც ამოღერღოს ერთი სიტყვა – რუსეთი, ახლა როგორც მთავრობის წევრისგან მოველით ამ სიტყვებს, რომ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და არის აგრესორი“, – განაცხადა გოცირიძემ.