ზელენსკის ცნობით, 8 ივლისს კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე მასობრივი სარაკეტო იერიში 8 ივლისის დილას მიიტანეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 38 ადამიანი. დაშავდა 190, მათგან კიევის საავადმყოფოშია 64. 28 ადამიანი ჰოსპოტალიზებულია კრავავი რიჰში, 6 – დნიპროში.

ზელენსკის განცხადებით, კიევის საბავშვო კლინიკიდან, რომელიც რუსეთმა დაბომბა, ყველა პაციენტი სხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

9 ივლისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ამ დრომდე დაიღუპა 559 ბავშვი, 1449 – დაიჭრა.