რუსეთმა უკრაინის ფაქტობრივად მთელ ტერიტორიაზე კვლავ მიიტანა მასირებული საჰაერო იერიში.
თავდასხმა დაახლოებით დილის 6 საათზე დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერი უთქვამს.
კიევში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა – 16. დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.
რუსეთმა საჰაერო შეტევა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანა. კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ევაკუირებულია 52 ადამიანი.
კიევის ოლქის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი პოპკო ამბობს, რომ თავდასხმა იყო ავტოგასამართ სადგურზე. შედეგად დაიწვა 40 მანქანა.
თავდასხმა 64 რაკეტითა და დრონით განხორციელდა. მათგან 44-ის განეიტრალება უკრაინამ შეძლო.
უკრაინის მიმართულებით რუსეთმა გაუშვა:
- ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა ირანული შაჰედის ტიპის 20 დრონი.
- 29 სხვადასხვა ტიპის საკრუიზო რაკეტა – ისინი 10 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავ Tu-95MS-დან ჩამოყარეს. თვითმფრინავები კასპიის ზღვის მიდამოში იმყოფებოდნენ, აფრინდნენ ენგელსის რუსული ბაზიდან;
- 4 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს Tu-22MZ ბომბდამშენების გამოყენებით, ისინი სევასტოპოლისა და კურსკის მიდამოებიდან აფრინდნენ.
- 3 საზღვაო საკრუიზო რაკეტა „კალიბრი“ გაშვეს შავი ზღვიდან, ნოვოროსიისკის რაიონიდან.
- 3 ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტა გაშვებულია ოკუოპირებული ყირიმის კონცხ ტარხანკუტიდან და ვორონეჟის რეგიონიდან;
- 5 S-300 საზენიტო რაკეტა გაშვებული იქნა ბელგოროდის რეგიონიდან.