უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს

პუბლიკა

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის დროს რუსულმა დრონმა რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო საზღვრები დაარღვია.

ამის გამო რუმინეთმა საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის 2 უპილოტო გამანადგურებელი ააფრინა.

ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 8 კილომეტრის სიღრმეში შევიდა – უკრაინის ქალაქ ვილკოვოდან რუმინეთის სოფელ პერიპრავამდე და რუმინეთის ქალაქ ჩილია ვეჩემდე, რის შემდეგაც რადარებიდან გაქრა.

სამხედროების თქმით, დრონი დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში პერიოდულად ჩნდებოდა რადარებზე.

რამდენიმე წუთის შემდეგ, 00:59 საათზე, გალაცის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. ამის შემდეგ რუმინეთის საჰაერო ძალებმა კიდევ ორი ​​გამანადგურებელი F-16 ააფრინა.

თავისი ავიაცია მოქმედებაში მოიყვანა პოლონეთმაც.

19 ნოემბერს თავდასხმა, ძირითადად, უკრაინის დასავლეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული.