პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მოითხოვენ NATO-ს მეოთხე პუნქტის შესაბამისად გაიმართოს კონსულტაციების ალიანსის ქვეყნებს შორის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
NATO-ს მე-4 პუნქტი გულისხმობს ალიანსის ქვეყნების შეკრებას, თუკი რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ არსებობს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხე.
მართალია, უკრაინა ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის თქმით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში მთელი ევროპისთვის წარმოადგენს საფრთხეს.