უკრაინელებმა დაიბრუნეს კუნძული ზმეინი, რომლის მცველი 13 უკრაინელი მესაზღვრე გუშინ, 24 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დანებდა და ყველა მათგანი დაიღუპა.
ინფორმაციას გამოცემა Unian უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრის დაცვას განაგრძობენ.