Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთი სამედიცინო მატარებელს ამზადებს, რომ რუსული აგრესიის შედეგად დაჭრილ და დაშავებულ უკრაინელებს პოლონეთში უმკურნალონ.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის, ადამ ნიეძილსკის თქმით, ისინი ემზადებიან უკრაინელი მიგრანტების მისაღებად, მათ შორის მათი, ვინც რუსული აგრესიის შედეგად დაშავდება. მისი თქმით, პოლონეთში ამისთვის 120 საავადმყოფოს ამზადებენ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება რამდენიმე ათასი პაციენტის მიღება“, – განაცხადა ნიეძილსკიმ.