უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარება გავიღეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას - Balenciaga

პუბლიკა

მოდის სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, „ინსტაგრამზე“ უკრაინის დროშას აქვეყნებს და აცხადებს, რომ უკვე გაიღეს დახმარება უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და უკვე გავიღეთ დახმარება მსოფლიოს სასურსათო პროგრამისთვის, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინელი ლტოლვილებისთვის პირველადი ჰუმანიტარულ დახმარების მიღებას. ჩვენ გავხსნით ჩვენს პლატფორმებს მომდევნო დღეებში, რათა გავავრცელოთ ინფორმაცია უკრაინაში არსებულ ვითარებაზე“, – აცხადებს Balenciaga.