6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა 6 აგვისტოს გაავრცელეს ცნობები, რომ რუსმა მესაზღვრეებმა და FSB-ის თანამშრომლებმა მოიგერიეს უკრაინელი სამხედროების შეტევა. მათი მტკიცებით, რუსეთში ბატალიონის ზომის სამხედრო დაჯგუფების შეჟონვა მოხდა ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას მიმართულებით.
როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს, არსებობს ამ ადგილებში გადაღებული ვიზუალური მასალა, რომელშიც დაზიანებული და მიტოვებული ჯავშანტექნიკა ჩანს, თუმცა რთულია იმის დადასტურება, ეს ტექნიკა უკრაინულია თუ რუსული.
ამასთან, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელების შეტევა დღესაც გრძელდება. უკრაინელი სამხედროები, მათი მტკიცებით, ორი მიმართულებიდან შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე და დაპირისპირება ამ დრომდე მიმდინარეობს.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე ჯერჯერობით ცნობებებს არ ავრცელებს.