„უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა" - ზურაბიშვილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ეხმაურება, რომელიც წელს პირველად აღინიშნა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე წერს, უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, ეს მაგალითები კი მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველია.

„უკრაინელმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძალა, რომელიც თავდასხმისას გამძლეობას და მის ერთიანობას ეყრდნობა. ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია, რომლებიც მაგალითებს წარმოადგენენ. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ მაგალითებს, როგორც მისი ისტორიისა და მომავლის საფუძველს“, – წერს ზურაბიშვილი.