უკრაინელი ხალხი ევროპარლამენტის „სახაროვის სახელობის პრემიის“ გამარჯვებული გახდა.
„მამაცი უკრაინელები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პრეზიდენტით, მათი არჩეული ლიდერებითა და სამოქალაქო საზოგადოებით, გახდნენ ამ წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართება. წინა წელს პრემიის ლაურეატი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გახდა.