უკრაინელმა მოფარიკავემ, ოლგა ხარლანმა ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ორთაბრძოლის მოგების შემდეგ რუს მეტოქეს, ანა სმირნოვას ხელი არ ჩამოართვა და დაშნა შეაგება. რუსი სპორტსმენი დაახლოებით 50 წუთი ელოდა, რომ უკრაინელი მოფარიკავისთვის დისკვალიფიკაცია მიეცათ.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) წესების თანახმად, „ორმა მოფარიკავემ ხელი უნდა ჩამოართვან შედეგის მიცემის შემდეგ“. ამ წესის დარღვევის გამო, ფარიკაობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ხარლანიმ დისკვალიფიკაცია მიიღო. ის ბულგარელ მეტოქესთან ასპარეზობაზე არ დაუშვეს, თუმცა, როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხარლანის დისკვალიფიკაცია მის შემდგომ კარიერაზე გავლენას ვერ მოახდენს და უკრაინელი სპორტსმენი უახლოეს ტურნირებზე იასპარეზებს.
ხარლანის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებას უკრაინა „სამარცხვინოს” უწოდებს.
„ეს [გადაწყვეტილება] არის თანაგრძნობის სრული ნაკლებობის გამოვლინება, ემოციური კონტექსტის გაუგებრობა და აბსოლუტურად სამარცხვინო”, – თქვა პოდოლიაკმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოფარიკავის ჟესტს „ღირსეული“ უწოდა.
„ანა სმირნოვამ წააგო სამართლიანი კონკურსი და გადაწყვიტა, ბინძურად ეთამაშა ხელის ჩამორთმევით. ზუსტად ასე მოქმედებს რუსეთის არმია ბრძოლის ველზე. ოლგა ხარლანმა სამართლიანი შეჯიბრი მოიგო და ღირსება გამოიჩინა”, – დაწერა კულებამ.
Anna Smirnova lost the fair competition and decided to play dirty with the handshake show. This is exactly how Russian army acts on the battlefield. Olha Kharlan won the fair competition and showed dignity. I urge @FIE_fencing to restore Kharlan’s rights and allow her to compete. pic.twitter.com/ocGXoGxN30
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) July 27, 2023
როგორც ცნობილია, უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ოლგა ხარლანს ამ სიტუაციაში. გვექნება პროტესტიც”, – თქვა მიხაილო ოლიაშევმა სატელევიზიო კომენტარებში.
ხარლანის ჟესტს უკრაინის სპორტის მინისტრიც გამოეხმაურა. ის მოფარიკავეს მადლობას უხდის:
„შენ ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენი ხარ და ამით კიდევ ერთხელ ვამაყობთ. მთავარია, შენი და უკრაინის გამარჯვება ძალიან მალე ვიზეიმოთ” – დაწერა ვადიმ გუცაიტიმ სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, სმირნოვა ასპარეზობდა არა რუსეთის, არამედ ნეიტრალური დროშის ქვეშ, რადგან რუსეთის მონაწილეობა ამ ტურნირზე აკრძალულია.
უკრაინელი მოფარიკავე ოლგა ხარლანი მსოფლიოს ოთხგზის ინდივიდუალური ჩემპიონი და ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია.