უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ჰიდროელექტროსადგური დაიბრუნეს. ინფორმაციას The Kyiv Independent ავრცელებს.
„ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალიშჩენკოს თქმით, უკრაინამ სასტიკი ბრძოლის შემდეგ აღადგინა სრული კონტროლი სადგურზე. სადგურის თანამშრომლებმა დატოვეს თავშესაფრები და დაუბრუნდნენ სამუშაოს“, – წერს გამოცემა.
25 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ჰიდროელექტროსადგური რუსების კონტროლქვეშ გადავიდა, ხოლო სადგურში მომუშავე პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდა.