უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად ლვოვიდან ავტობუსები იმოძრავებენ

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან.

ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე.

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:

+380 (63) 376 77 68

+380 (63) 376 73 64

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა ცხელი ხაზი ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის, მათი შემდგომი ევაკუაციის მიზნით. ამასთან, ამოქმედდა ცხელი ხაზი ქართველი სტუდენტებისთვის.