უკრაინის არმია აცხადებს, რომ მაკარივში უკრაინის სახელმწიფოს დროშა აღმართეს და არმია აკონტროლებს ქალაქს.
ქალაქი მაკარივი კიევის ოლქის შემადგენლობაშია. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ის მნიშვნელოვნად დაზიანდა, რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ ინტერნისურად იბომბებოდა და საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
მათივე ცნობით, ახლა რუსულმა ჯარები მაკარივიდან უკან დაიხიეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთი აგრძელებს ქალაქების დაბომბვას, მათ შორის კიევის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.