უკრაინის არმიის კახოვკას ოპერატიულმა ჯგუფმა ხერსონის ოლქში რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია. ინფორმაციას Ukrainska Pravda უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკი ხერსონის ოლქში პოზიციებიდან გავიდა. რუსული ელიტარული ავიადესანტი, რომელიც მათ ეხმარებოდა, გაიქცა ბრძოლის ველიდან“, – წერს Ukrainska Pravda.
კახოვკას ოპერატიულმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი ჯარისკაცი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.