უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი, „სერგეი კოტოვი“ გაანადგურა.
ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, ასევე, სხვადასხვა არხზე წერენ Z ბლოგერები.
„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, თავდასხმა საზღვაო დრონებით განხორციელდა, ოპერაციის უკან უკრაინის კი დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) იდგა.
რუსი რეპორტიორი, ალექსანდრ კოცი თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ შეტევაში, სულ მცირე, 3 დრონი მონაწილეობდა. რუსულმა კატერმა შეტევის მოგერიება ვერ შეძლო.
2023 წლის სექტემბერში საპატრულო გემმა „სერგეი კოტოვმა” მოიგერია ხუთი უკრაინული უეკიპაჟო გემის თავდასხმა. კოცი წერს, რომ ამ გემზე იყო 2 ყუმბართმტყორცნი და საზენიტო სისტემა და საარტილერიო სამაგრი. თუმცა, უკრაინის თავდასხმას ამჯერად ვერ გაუმკლავდა.