უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მხარი დაუჭირა 1 სექტემბრიდან იულიუსის ახალ კალენდარზე გადასვლას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ამ გადაწყვეტილებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავს. შეიცვლება სხვა დღესასწაულის თარიღებიც, მაგრამ ძველი სტილით გააგრძელებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის აღნიშვნას.
სინოდის გადაწყვეტილებით, იმ მონასტრებს, რომლებიც ამ ცვლილებას არ ეთანხმებიან, უფლება ექნებათ ძველი კალენდრით აღნიშნონ დღესასწაულები.
ახალ კალენდარზე გადასვლა ჯერ კიდევ უნდა დაადასტუროს ეკლესიის საბჭომ 27 ივლისს, მაგრამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მიტროპოლიტ ეპიფანეს თქმით, გადაწყვეტილება ადრევე იყო მიღებული და კალენდარი გეგმის მიხედვით შეიცვლება.
2022 წელს ეკლესიამ მის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესია-მონასტრებს საშუალება მისცა, თავიანთი სურვილისამებრ 25 დეკემბერს აღენიშნათ შობა. 2023 წელს კი უკვე ეკლესიის დიდი ნაწილი ოფიციალურად ახალი სტილით აღნიშნავს ამ დღესასწაულს.