უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურება ერისკაცთა გარეშე ჩატარდება. გადაწყვეტილება სინოდმა 24 მარტს დისტანციურად, ტელეკონფერენციით მიიღო.
მრევლს ეკლესია წირვაზე დასწრებას დისტანციურად, კონუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით სთავაზობს. წირვაზე თანდასწრება ტაძრის მსახურებსა და გუნდის წევრებს შეეძლებათ.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საეკლესიო ლიდერებს ღვთისმსახურების ონლაინრეჟიმში, მორწმუნეთა დასწრების გარეშე ჩატარებისკენ მოუწოდა.