უკრაინის EU-ში გაწევრებაზე ევროკომისიის შეფასება რამდენიმე თვეში მომზადდება - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის  ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ევროკომისიის შეფასება რამდენიმე თვეში მომზადდება.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის შეფასება უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე რამდენიმე თვეში მომზადდება. უკრაინის მთავრობასა და ევროკომისიას ინსტრუქციები მიეცათ. ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ ერთად მივიწევთ წინ“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ევროკავშირის კანდიდატის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და ევროკავშირს  სპეციალური პროცედურის ქვეშ, დაჩქარებულად რეჟიმში სთხოვა კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის.

1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.