უკრაინის გენერალური შტაბი ტრამპის განცხადებას პასუხობს „ალყაშემორტყმულ“ ჯარისკაცებზე

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც დაწერა, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი „მთლიანად გარშემორტყმულია“ რუსი სამხედროებით და ამბობს, რომ ისინი „ძალიან ცუდ და დაუცველ მდგომარეობაში არიან“. ის სავარაუდოდ გულისხმობდა კურსკის ოლქს.

შტაბმა სიცრუე უწოდა ცნობებს, რომ კურსკში უკრაინული შენაერთები ალყაში არიან:

„ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოსდა, უკრაინული შენაერთები მტრის მიერ არიან გარშემორტყმულები კურსკის ოლქში, არ შეესაბამება რეალობას და იქმნება რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის და უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლის მიზნით“.

უკრაინის გენშტაბი ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და რომ საბრძოლო მოქმედებები „კურსკის“ დაჯგუფების ოპერატიული ზონაში გრძელდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადაჯგუფდნენ და დაიხიეს „უფრო ხელსაყრელ“ პოზიციებზე და რომ არ არსებობს მათი ალყაში მოქცევის რისკი. გენშტაბი ამბობს, რომ მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებით 13 სამხედრო შეტაკება მოხდა.

უკრაინა კურსკის ოლქში შევიდა გასული წლის აგვისტოში და ყველაზე კარგ შემთხვევაში აკონტროლებდა 100-მდე დასახლებას. ამის შემდეგ რუსეთმა ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნა.

2024 წლის 25 ოქტომბერს პუტინმა ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდოდ „ორი ათას“ სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც ალყაში იყვნენ კურსკის ოლქში. უკრაინული მხარე ამბობს, რომ აღნიშნული სიცრუეა.