უკრაინის გენშტაბი: დავარტყით სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ყოველწლიურად 7 მლნ ტონამდე ნავთობს ამუშავებს

პუბლიკა

უკრაინული მედია უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ღამით უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, რუსეთში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

გენერალურ შტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ქარხანა საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაშია ჩართული და მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7 მილიონ ტონამდე ნავთობია.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ სისტემატურად ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ, რათა აიძულონ იგი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თითოეული დაზიანებული ობიექტი, რომელიც მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ მისი დანაშაულებრივი ომის უზრუნველყოფაში, გვაახლოებს სამართლიან მშვიდობასთან“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.