უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ რუსეთის ვორონეჟის ოლქში იერიში მიიტანეს ნავთობის საცავზე, შედეგად კი ხანძარი გაჩნდა.
უწყება ამბობს, რომ ობიექტის ტერიტორიაზე მუშაობდა რუსეთის საჰაერო თავდაცვა, მინიმუმ ერთ ტანკერს კი ცეცხლი გაუჩნდა.
ღამით ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის მოგერიებისას ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დაბა ანაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა.