უკრაინის მხარდასაჭერი აქციის სტიკერის გაკვრის გამო „დროას“ წევრი 5000 ლარით დააჯარიმეს - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოსტარია წერს, რომ შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს.

„ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის. დღეს „დროას“ წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის „თვითნებურად განთავსების“ გამო.

პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა, “- წერს ელენე ხოშტარია.